Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრამ ვარჯიში განაახლა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ჯენოასთან მატჩისთვის მზად იქნება.

შვედმა ფეხბურთელმა ტრავმა ნაპოლისთან მთჩში მიიღო და მას შემდეგ 6 თამაში გამოტოვა.

მატეო გაბიას და ისმალე ბენასერის მდგომარეობა დღეს კიდევ ერთხელ შეფასდება და მათი დაბრუნების თარიღი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

სიმონ კიაერის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ის 100 პროცენტით მზად არ არის და ვარჯიშს განცალკევებით განაგრძობს.