Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრამ ნაკრებს უარი უთხრა

STADIO GIUSEPPE MEAZZA, MILAN, ITALY - 2021/09/12: Zlatan Ibrahimovic of AC Milan looks on during the Serie A football match between AC Milan and SS Lazio. AC Milan won 2-0 over SS Lazio. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოახლოებული სანაკრებო პაუზის პერიოდში შვედეთის ნაკრებში არ გამოცხადდება და სარეაბილიტაციო პროცესს მილანში გააგრძელებს.

იბრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც აქილევსის მყესის დაზიანება მიიღო და მას შემდეგ ის სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ იბრამ გადაწყვიტა, რომ ნაკრებს უარი უთხრას, რადგან ის ჯერჯერობით ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის და არ სურს, რომ ტრავმა გაუმიზეზდეს.

ლეგენდარული ფორვარდი პიოლის განკარგულებაში დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.