Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრამ ჟირუს, დონარუმას და ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა

მილანის ვეტერანმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე ისაუბრა და გუნდიდან დონარუმა-ჩალჰანოღლუს წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

„ჟირუს კარიერაში ძალიან დიდი გამოცდილებეა დაუგროვდა, ჩვენ ერთად შესანიშნავი შეტევის ხაზის ჩამოყალიბება შეგვიძლია და ჩვენ ეს ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად დაგვჭირდება. ლიგაზე დაბრუნება ძალიან დიდი პოზიტივია, რომელსაც როსონერის ქომაგები დიდი ხანია იმსახურებენ,

„დონარუმა ? მე მას ყოველთვის გუნდში დარჩენას ვურჩევდი, მას შეეძლო მილანის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის სახელით შესულიყო, როგორც მალდინი.

„ჩალჰანოღლუ ? ინტერიდან მილანში გადასვლა სავსებით ლოგიკურია, პირიქით კი ყოველგვარ აზრს მოკლებული. შენ არჩევანი უკეთესზე უნდა შეაჩერო და არა უარესზე.

„ტრავმა ? სამწუხაროდ ამის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე, მაგრამ ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, ჩემი მუხლი კარგად არის და ბევრს ვმუშაობ, რომ სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყო და იმედია სეზონის სტარტისთვის მზად ვიქნები.“