Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას ახალი კონტრაქტი უახლოეს 48 საათში გაოფიციალურდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს უახლოესი 48 საათის განმავლობაში გააოფიციალურებს.

39 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა და კონტრაქტის გახანგრძლივება ნამდვილად დაიმსახურა.

წყაროს ინფორამციით, მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმებულები არიან. ზლატანი როსონერის რიგებში კიდევ ერთი სეზონით დარჩება და მისი ხელფასი უცვლელი – 7 მილიონი ევრო იქნება.