Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას კიდევ ერთი მიღწევა…

გუშინ მილანი ფლორენციაში ფიორენტინას ესტუმრა და სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა როსონერის ლეგენდარულმა ფეხბუთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლის გაკეთება მოახერხა, რითიც კიდევ ერთი შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა.

ზლატანი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ში 2 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.

ამასთანავე ზლატანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ტოპ 5 ჩემპიონატში 40 წლის ზევით 21 საუკუნეში 2 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.