Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრას მილანში დარჩენის შანსი მინიმალურია

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება,თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით როსონერი მას ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს.

SempreMilan.com-ის ინფორმაციით,დღეს დილით მილანის დირექტორსა და ფეხბურთელს შორის საკმაოდ უსიამოვნო საუბარი შედგა,რაც ახალი კონტრაქტის გაფორმების შანსს კიდევ უფრო ამცირებს.

წყაროს ცნობით,დღევანდელი ვარჯიშის დროს ორივე მხარემ ხმას აუწია.ზლატანი არსენალის დირექტორის გუნდიდან დაკარგვით უკმაყოფილო იყო.შეგახსენებთ,რომ გაზიდისი ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად გამოჩნდა მილანელოზე.იბრაჰიმოვიჩი ასევე ხელფასის შემცირებაზე იყო უკმაყოფილო.


Leave a Reply

Your email address will not be published.