Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას მოედანზე დაბრუნება გადაიდო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიკეთა, სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და მილანის სამედიცინო შტაბი იმედოვნებდა, რომ ის პიოლის განკარგულებაში ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვარჯიშის დროს 41 წლის ფეხბურთელს მუხლის ტკივილი კვლავ აწუხებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მის დაბრუნებაზე ფიქრი ჯერჯერობით ძალიან ადრეა.

მილანი ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემთან პირველ მატჩს 14 თებერვალს გამართავს და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მან იმ დროისთვის გუნდის განკარგულებაში დაბრუნება შეძლოს.