Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას ოპერაცია არ სჭირდება

მილანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ იბრას ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა მისი ტრავმის მკურნალობას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება, რაც ზლატანის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

იბრამ ტრავმა იუვენტუსთან მატჩის დროს მიიღო და იყო საშიშროება იმისა, რომ მას ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა პიტსბურგში ვოლკერ მუსალთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ საბედნიეროდ ზლატანს ჯვარედინი იოგების დაზიანება არ აქვს და ოპერაცია არ სჭირდება.

მისთვის სერია ა-ს სეზონი დასრულებულია და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, რომელიც სტარტს 11 ივნისს აიღებს.