Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას შესაძლოა მუხლზე ოპერაცია დასჭირდეს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სარეაბილიტაციო პროცესი არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს და ინტენსიური თერაპიის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება მაინც დასჭირდეს.

ზლატანმა მუხლზე ტრავმა იუვენტუსთან მატჩის დროს მიიღო, რის გამოც მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება უხდება. შვედ ფეხბურთელს 6-კვირიანი თერაპია დაენიშნა, თუმცა წყაროს ცნობით მისი აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, მილანის სამედიცინო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს და გამორიცხული არ არის, რომ იბრას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.