Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი:“სახლში დავბრუნდი“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე წუთის წინ მილანში ჩაფრინდა, რომ გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

38 წლის ფეხბურთელი როსონერის რიგებში კიდევ ერთი წლით დარჩება და ის ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

„მე სახლში დავბრუნდი. ახლა უნდა ვიმუშაოთ და იმაზე კარგი შედეგები დავაფიქსიროთ, ვიდრე წინა სეზონში.

„აქ იმიტომ არ ვარ, რომ მასკოტი ვიყო. მე მსურს, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო და მილანი იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია. ჩვენ 6 შესანიშნავი თვე გვქონდა, თუმცა არაფერი არ მოგვიგია და ამაზე გაჩერება მილანს არ ეკადრება.

„ახლა შანსი გვაქვს, რომ სეზონი ერთად დავიწყოთ და მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად ვიშრომოთ.  თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ სეზონის სტარტიდან სან სიროზე გულშემატკივრებს ვიხილავ, რადგან ჩვენ მათი მხარდაჭერა ჰაერივით გვჭირდება.“

საერთო ჯამში ზლატანმა მილანის რიგებში 105 მატჩი ჩაატარა, 67 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.