იბრაჰიმოვიჩის გამორჩეული საშობაო საჩუქარი საკუთარ თავს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს საშობაოდ ძალიან განსხვავებული საჩუქარი გაუკეთა. მან შვედეთში ტყე იყიდა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა 1000 ჰექტარში 3 მილიონი ევრო გადაიხადა. ტყე შვედეთი-ნორვეგიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
იბრას ტერიტორიაზე თევზაობის, ნადირობის, სრიალის საშუალება ექნება.