Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩის თამაში შემროკთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მილანი სეზონს ზუსტად 5 დღეში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს და შემროკ როვერსს ირლანდიაში ესტუმრება. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდს ალესიო რომანიოლი ვერ დაეხმარება, თუმცა მის გარდა როსონერის დახმარება შესაძლოა კიდევ ერთმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვერ მოახერხოს.

MilanNews-ის ინფორმაციით, 38 წლის შვედ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე მიკრო ტრავმა აწუხებს და არ არის გამორიცხული, რომ მან აღნიშნული შეხვედრა გამოტოვოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.