იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ რომელუ ლუკაკუს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს კოპა იტალიაზე მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინარულმა კომისიამ ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება დაიწყო და ინციდენტის შესწავლას შეუდგა. იბრაჰიმოვიჩი რასისტული ფრაზების გამოყენებაშია ეჭვმიტანილი და თუ მას ეს ბრალდება დაუდასტურდა, ზლატანს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.