Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი გადამწყვეტ ტესტს პარასკევს ჩაიტარებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარასკევს კიდევ ერთ შემოწმებას ჩაიტარებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა ის სამპდორიას წინააღმდეგ თამაშს.

39 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი ტრავმა არ არის, თუმცა ზლატანი ყოველთვის ახერხებდა, რომ ნავარაუდებ დროზე ადრე დაბრუნებულიყო, თუმცა მილანის სამედიცინო შტაბი ლეგენდარული შვეიდს ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებენ და იბრას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თამაშის უფლებას, თუ ის 100 პროცენტით მზად იქნება.

ყველაზე რეალური ვარიანტი იბრას პარმასთან დაბრუნებაა. მატჩი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ამ შეხვედრაში იბრას თამაშს წინ ვერაფერი აღუდგება.