Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი:“ გადაღლილი ვარ, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია…“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის გაგრძელების სურვილი დააფიქსირა, თუმცა აღნიშნა, რომ მაღალ დონეზე თამაში უფრო და უფრო უჭირს.

იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა.

ვინ ხართ თქვენ ?

„ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 39 წლის.“

ეს ვიცით, თუმცა ვინ ხართ რეალურად, რიგითი ბავშვი შვედეთიდან თუ მსოფლიო ვარსკვლავი ?

„მე კვლავ ის პატარა ბავშვი ვარ, რომელმაც ზურგჩანთით მსოფლიო შემოიარა და გამორცეული თავგადასავალი ჰქონდა.

„საფეხბურთო მოედანზე ჩვენ ყველანი ერთი ვართ, მთელი მსოფლიოს გარშემო. შედიხარ მოედანზე, იბრძვი, დარბიხარ… არავინ გეკითხება, თუ საიდან ხარ და საიდან მოდიხარ, ვისი შვილი ხარ და რა გეგმები გაქვს, რამდენი ფული გაქვს ჯიბეში. შენ იმ მომენტში მოედანზე ხარ და სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. თუ შენ იცი, თუ როგორ ითამაშო, ვერავინ შეგაჩერებს.

„მოედანზე არ არის არც სოციალური, არც გეოგრაფიული განსხვავება, მოედაზე არის 2 კარები, ასეა სან სიროზეც და ასეა ეზოს სტადიონზეც.“

ხართ თუ არა ისეთივე ბედნიერი, როგორიც კარიერის სტარტზე იყავით ?

„ვალდებული ხარ… ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ სხვა ადამიანებს ვაბედნიერებთ. ფეხბურთის სიხარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ქომაგებს გადაეცემათ და ამის ნახვა სავსე სტადიონებზე შეგიძლიათ, შესანიშნავი გარემო, ვნება ფეხბურთის მიმართ.“

სტადიონები უკვე თვეებია დახურულია და გულშემატკივრებს მოედანზე მისვლის საშუალება არ აქვთ…

„და ჩვენზე ეს ძალიან მოქმედებს. მაყურებლების წინაშე შენ უფრო დამუხტული ხარ, უფრო მონდომებული და კონცენტრაციის დაკარგვის საშუალება არ გაქვს.“

დაშლილი მილანი, დიდი კრიზისი და თითქმის 40 წლის კაცი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარებით ძველი დიდების დასაბრუნებლად იბრძვის…

„ახლა ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელი იგივე მონდომებით, შემართებით დავიწყოთ და თითოეულ თამაშს ისე მივუდგეთ, თითქოს ეს ჩვენი პირველი და ბოლო მატჩი იყოს.“

მაგრამ შესაძლებელია ეს იბრა ?

„კითხვა სხვანაირად უნდა დასვათ, გვსურს თუ არა ჩვენ ეს ? დიახ, ჩვენ გვინდა, რომ უფრო მშივრები, უფრო მონდომებულები ვიყოთ, თითოეულ მომენტში.

„ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე არაფერია, მე მოედანზე გასვლისას ვალდებული ვარ, რომ ყველას ყველაფერი ახლიდან დავუმტკიცო, თუ ვინ ვარ მე.“

მიზნები…

„სკუდეტო. გუნდს იმის გამბედაობა უნდა ჰქონდეს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს და იოცნებოს. გუნდს შეუძლია და ძალუძს, რომ უფრო მეტს მიაღწიოს.“

ინსტაგრამზე 45.8 მილიონი გამომწერი გყავთ…

„ისინი გამომწერები არ არიან, ისინი არიან ხალხი, რომლებსაც ჩემი სჯერათ. მე მათ არ ვეძებ, ისინი თავად მპოულობენ, რადგან მე მათ ვჭირდები.“

გენატრებათ თქვენი ოჯახი ?

„ძალიან, უზომოდ… მე გადაღლილი ვარ, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. მინდა, რომ ჩემს მეუღლესთან და შვილებთან, მაქსიმილიანთან და ვინსენტთან ერთად ვიყო, რომლებიც 14 და 13 წლისები არიან და შვედეთში ცხოვრობენ.“

და რატომ არ მიდიხართ მათთან ?

„ვცადე, მინდოდა… მაგრამ პიოლიმ მითხრა, რომ მე კიდევ ერთი ოჯახი მყავს, მილანი. მან მითხრა, რომ მე შვედეთში 2 შვილი მყავს, აქ კი 25 და მე მათ ვჭირდები.“

მართალია, რომ თქვენ უზუსტო პასის გამოც კი ძალიან ბრაზდებით ?

„დიახ, ყოველთვის, ვარჯიშებზეც კი. პრობლემა იმაშია, თუ ვინ არ ბრაზდება ამის შემდეგ ?“

რა მოხდება, თუ თქვენ შეგეშალათ ?

„მე არასოდეს ვცდები.“

თქვენი ფილოსოფია ასეთია: ტალანტი, რომელიც არ შრომობს, დაკარგულია…

„ტალანტი გამოსადეგია, თუ შენ საკმარისად შრომობ. შენ ვალდებული ხარ, რომ დაუღალავი შრომა ჩადო იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რომლის ნიჭიც გაქვს. რა არის მატჩის 90 წუთი ? არაფერი, თუ შენ ყოველდღე უამრავი საათის განმავლობაში არ ვარჯიშობ.

„რაც უფრო მეტს ვარჯიშობ მე, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ჩემს თავს და სხვებს ვეუბნები, რომ დანებება არ შეიძლება, ამ სიტყვებს სხვანაირად ავხსნი, თუ არ დანებდები, შენ გაიმარჯვებ.“

კომფორტულად გრძნობთ თავს მილანელოზე ?

„დიახ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედნიერი ვარ, რადგან აქ არის ხალხი, რომელსაც უყვარხარ. მენეჯერები, მწვრთნელები, თანაგუნდელები, აქ ყველაფერი შესანიშნავია.“

მართალია, რომ ბერლუსკონის ოთახი დაგითმეს ?

„მოდით, ნუ გადავაჭარბებთ, მაგრამ მართლაც ისე მექცევიან, როგორც ხელმძღვანელს.“

იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მილანში ცხოვრების ბოლომდე დარჩებით ?

„მე იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად ვარ, შემდეგ კი რა მოხდება არ ვიცით. მე არ მაქვს იმხელა ეგო, რომ ყველაფერი თავად გადავწყვიტო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახი და მათი სურვილია.“

ისურვებდით თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ?

„ვინ არ ისურვებდა ? მეტსაც გეტყვით, თუ მე აქ დავრჩები, ვითამაშებთ კიდეც.“

გეყვარებათ თუ არა მილანი ყოველთვის ?

„რა თქმა უნდა. 10 წლის წინ მილანში ყოფნისას სხვა შეგრძნებები მქონდა. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, თუმცა ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს.“

იტალია ?

„ამ ქვეყანაში ყველაფერი მომწონს. მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიაში უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე შვედეთში. ქვეყნის ფილოსოფია, ცხოვრების სტილი, ბუნება, სხეულის ენა… აქ ხალხს ისე უგებ, რომ მათ სიტყვის თქმაც კი არ უწევთ…“