ფიორენტინას გუნდში ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიყვანა სურს.

ეს დუო ერთად ჯერ მილანის შემადგენლობაში თამაშობდნენ,სადაც 2010-11 წლების სეზონში სკუდეტო მოიგეს,ხოლო შემდეგ კი პარიზის ღირსებას იცავდნენ.მიმდინარე სეზონის ბოლოს ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი ხდება და ფიორენტინა გეგმავს,რომ ვეტერანი ფეხბურთელები გუნდში მიიყვანოს.

ფიორენტინას მესვეურები ფეხბურთელების წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და მათი გაფორმების იდეა განიხილეს.ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მილანის დირექტორის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ,შვედის გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და მისი ხელში ჩაგდება შედარებით მარტივი იქნება.

ტიაგო  სილვას რაც შეეხება,მან უკვე განაცხადა,რომ პსჟ-ს დატოვებს,თუმცა 35 წლის ფეხბურთელს სეზონში ანაზღაურების სახით 8-10 მილიონი ევრო უნდა,რისი გადახდაც ფიორენტინასთვის წარმოუდგენელია და თუ ბრაზილიელს იტალიაში დაბრუნება სურს,გაცილებით ნაკლებ ხელფასზე მოუწევს დათანხმება.

Leave a Reply

Your email address will not be published.