Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი:“ დილით რომ ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა, მაგრამ…“

მილანის ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა The Guardian-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორია ჩემს ასაკში ფეხბურთის თამაში ? ეს მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ყოველ დილით მე მთელს სხეულში ტკივილით ვიღვიძებ, მაგრამ სანამ მე მიზნები მაქვს და სანამ ფეხბურთს ჩემთვის ადრენალინი მოაქვს, მე თამაშს გავაგრძელებ. მე ვიცი, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია და სანამ ვიგრძნობ, რომ გუნდის დახმარების შესაძლებლობა მაქვს, გაჩერებას არ ვაპირებ. არ მსურს რამდენიმე წლის შემდეგ თქვენთან ერთად ვიჯდე და ვამბობდე, რომ თამაში კიდევ შემეძლო.

„მე განსაკუთრებული კონტრაქტების ან პოპულარობის გამო არ ვთამაშობ, მე მხოლოდ ადრენალინი მჭირდება. იმ ტკივილს, რომელსაც მე ყოველ დილით განვიცდი, პოპულარობა და ორით მეტი გამომწერი ვერ უმკურნალებს, თუმცა ადრენალინს შეუძლია შენ ვარჯიშზე 100 პროცენტით დახარჯვის საშუალება მოგცეს, რომ მატჩისთვის უკეთ მოემზადო.

„მე წვალების პრობლემა არ მაქვს, ეს ჩემთვის საუზმესავით არის, მაგრამ ბევრ ადამიანს არ ესმის იმ დადებითი ასპექტების, რაც წვალებას, შრომას და თავგანწირვად მოაქვს. ახალი თაობა, ყველა ამ პლატფორმებით, ბავშვობიდან ყველანაირ კომფორტს არიან მიჩვეულები და მე ვამაყობ, რომ ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ.

„მილანში ყოფნა ? ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, რადგან ისინი მე მაახალგაზრდავებენ, აქ ყოფნას ჩემთვის ბენჟამინ ბატონის ეფექტი აქვს. მე ვამაყობ, რომ ასეთი ახალგაზრდა და ამავდროულად შრომისმოყვარე თანაგუნდელები მყავს, ეს მე მოტივაციას მმატებს, რომ მეც მათსავით ვირბინო.

„მე ამას უკვე 20 წელია ვაკეთებ. ხალხი ფიქრობს, რომ უკვე წასვლის დროა, მაგრამ ჩემი მენტალობა სულ სხვა რამეს მეუბნება. მე კიდევ ამას ვაკეთებ, რადგან როდესაც ახალგაზრდები მხედავენ, რომ ასეთ ასაკშიც კი მათზე მეტს ვმუშაობ, ეს მათ მოტივაციას უზრდის. ეს მანიპულაცია არ არის, მე მათ უბრალოდ მაგალითს ვაჩვენებ, თუ რამდენი უნდა იშრომო იმისთვის, რომ საუკეთესო იყო.

„მე ის ძაღლი არ ვარ, რომელიც იყეფება, მაგრამ არაფრის თავი არ აქვს, მე ამის საპირისპირო ვარ. როდესაც მე მილანში პირველად მოვედი, ჩვენ სუპერ ვარსკვლავები ვიყავით, ახლა კი გუნდი ახალგაზრდა ტალანტებით არის სავსე, რომლებიც ჯერ ვარსკვლავები არ არიან.

„ჯარიმა ასპილიკუეტას წინააღმდეგ ნაკრებში ? მე ეს განზრახ გავაკეთე და ახლავე გეტყვით, რომ არ ვნანობ. ის ერთ-ერთ ჩემს თანაგუნდელს ცუდად მოექცა, მე კი მას ვაგრძნობინე, რომ მას ჩემი თანდასწრებით ასე მოქცევის უფლება არ აქვს.

„მითხრა თუ არა ასპილიკუეტამ რამე მატჩის შემდეგ ? რა უნდა ეთქვა მას ? ის მე არაფერს მეტყოდა, ამის ნაცვლად ის ჩემს თანაგუნდელთან მივა, რომელიც ზედმეტად კეთილია, რომ პასუხი გასცეს. ეს ჩემი მხრიდან კარგი საქციელი არ იყო, მაგრამ ამას მაიცნ გავაკეთებდი. შენ მათ უნდა დაანახო, რომ შენ იმ ძაღლს არ უნდა შეუტიო, რომელიც არ ლაპარაკობს, შენ ისეთს უნდა შეუტიო, რომელსაც რამის გაკეთება შეუძლია. მარტივია მიხვიდე ჩემს 20 წლის თანაგუნდელთან, რომელიც ზედმეტად კეთილია და უყვირო, მაგრამ არა ჩემი თანდასწრებით.

„დაპირისპირება ლებრონ ჯეიმსთან ? სპორტი ხალხს აერთიანებს, პოლიტიკა კი პირიქით, მათ ჰყოფს. თუ ჩვენ რასიზმზე ვსაუბრობთ, ეს რაღაც განსხვავებულია. მე ლებროს პირადად არ ვიცნობ და მას ვერ განვსჯი. ის, რასაც ჯეიმსი რასიზმის წინააღმდეგ აკეთებს, სწორია. ეს მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც 50,000 ადამიანი ბოშას გეძახის, ესეც რასიზმია, მაგრამ მე პოლიტიკაში არ ვერევი, მე სპორტსმენი ვარ და სიყვარულის გავრცელებას ამ ხერხით ვცდილობ.

„რა მაშინებს მომავალში ყველაზე მეტად ? თუ მე მომავალზე ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ აწმყოს შესაბამის ყურადღეას არ ვაქცევ, მე კი მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული.“