Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშს დაუბრუნდა და დერბისთვის მზად იქნება, რებიჩის თამაში ჯერჯერობით საეჭვოა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონა ვირუსი დაამარცხა და დღეს გუნდს შეუერთდა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ შვედი ფეხბურთელი მილანურ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს ანტე რებიჩი, რომელმაც კროტონესთან მატჩის დროს იდაყვი დაიზიანა და ჯერჯერობით ვარჯიშის განახლებას ვერ ახერხებს.