Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი:“ მარცხი წარმატების ნაწილია…“

Sport Bilder des Tages Photo Matteo Rasero/LaPresse March 04, 2021 Sanremo, Italy Entertainment Sanremo music festival 2021, third evening In the photo: Zlatan Ibrahimovic wearing Brunello Cuccinelli PUBLICATIONxNOTxINxITAxFRAxCHN Copyright: xMatteoxRasero/LaPressex

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანრემოს მუსიკალურ ფესტივალში წამყვანის ამპლუის მორგების მიზეზებზე ისაუბრა.

„ზლატანი სანრემომდეც ყველამ იცოდა, აბა რატომ მოვიდა აქ ის ? იმიტომ, რომ მე გამოწვევები მიყვარს, ადრენალინის მატება მომწონს. შენ თუ შენს თავს გამოცდას არ მოუწყობ, შენ ვერ გაიმარჯვებ.

„მე კარიერაში 945 მატჩი ვითამაშე და ძალიან ბევრი მათგანი მოვიგე, მაგრამ არა ყველა. ჩემს ანგარიშზე 11 ტიტულია, მაგრამ ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც წავაგე.

„მე ვარ ზლატანი და ყოველთვის გამარჯვება არ მჭირდება. მე ვარ ზლატანი როდესაც ვიგებ და როდესაც ვაგებ. მე ბევრი გოლი გამაქვს, მაგრამ ცოტას ვაფუჭებ კიდეც, ოღონდ ძალიან, ძალიან ცოტას.

„მარცხი წარმატების ანტონიმი არ არის, ის წარმატების ნაწილია, გზა, რომელიც უნდა გაიარო. ყველაზე დიდი წარუმატებლობა არაფრის ცდაა. თუ ზლატანი შეცდომას უშვებს, ამის გაკეთება შენც შეგიძლია, მაგრამ მთავარია, რომ შეცდომებზე ისწავლო.

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ გითხრათ, ნებისმიერ თქვენგანს თქვენს გზაზე შეგიძლიათ ზლატანი იყოთ. მადლობა იტალია, ჩემო მეორე სახლო…“