Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი:“ მილანში დარჩენა ცხოვრების ბოლომდე მსურს“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთ-ერთ იტალიურ შოუში თავისი ახალი წიგნის ‘Adrenaline-ს’ შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ თუ არა კარიერის დასრულებას ? მე მსურს, რომ კარიერა იქამდე გავაგრძელო, სანამ ამის საშუალებას ჩემი სხეული მომცემს და სანამ მე ფეხბურთისგან ადრენალინს მივიღებ.

„ჩვენ მილანზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რომ მათ კონტრაქტი გამიხანგრძლივონ და იმედი მაქვს, რომ მილანში ცხოვრების ბოლომდე დავრჩები. მე კიდევ მაქვს მიზნები, რომლების მიღწევას ჯერ კიდევ შემიძლია, ერთ-ერთი მათგანი კი კიდევ ერთი სკუდეტოს მოგებაა.

„რა მოხდება ფეხბურთის შემდეგ ? არ ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ, ეს საკითხი ცოტა მაშინებს. ვნახოთ, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული და არ მსურს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სინანულის გრძნობა დამრჩეს.

„პაოლოს წინააღმდეგ და დანიელესთან ერთად თამაში ? ეს შესანიშნავია, იმედი მაქვს, რომ მოედანზე დანიელების გენერაციის მესამე წარმოამდგენელსაც შევხვდები.

„როგორ ვინარჩუნებ ფეხბურთის თამაშის სურვილს ? ადრენალინი, ის მაიძულებს, რომ ყოველდღე ავდგე და ვარჯიში გავაგრძელო. ადრე ქვასავით ვიყავი, ვარჯიში გაუჩერებლად შემეძლო, ახლა კი დილით ყველაფერი მტკივა, მაგრამ იმ მიზნების გამო, რომლებიც მე მაქვს, გაგრძელებას მაინც ვახერხებ. შენ უნდა მოახერხო და ეს ტკივილი პოზიტიურ ენერგიად აქციო.

„ჩემი შვილის კუმირი ? მას რინო გატუზო უყვარს და იგივე მენტალიტეტი აქვს, რადგან როდესაც ის რაღაცას აკეთებს, ამას 200 პროცენტით უთმობს ყურადღებას.“