Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი პიპო ინძაგის რეკორდს უმიზნებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდი ალბათობით ფრანგულ ლილისთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება. მილანი H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს.

იბრამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი შემროკის კარიც აიღო, თუმცა ჯერჯერობით ჯგუფურ ეტაპზე მას არ გაუტანია და თუ დღეს ამის გაკეთებას მოახერხებს, ზლატანი ლეგენდარული ფეხბურთელის, პიპო ინძაგის რეკორდს მოხსნის.

ინძაგი ჯერჯერობით ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია მილანის ისტორიაში, ვინც ევროპაში გოლის გატანა მოახერხა. მან 2010 წლის ნოემბერში მადრიდის რეალს გაუტანა, როდესაც ის 37 წლის, 2 თვის და 25 დღის გახლდათ, იბრა კი ახლა 39 წლის, 1 თვის და 2 დღის არის.