Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს რეკორდს გაუთანაბრდა

მილანმა ნაპოლის გასვლაზე 1 – 3 სძლია და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. მატჩში მილანის მხრიდან დუბლის გაფორმება ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა, რომელიც სერია ა-ს რეკორდს გაუთანაბრდა.

ზლატანი გახდა მე-4 მოთამაშე სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც საწყისი 6 ტურის თითოეულ მატჩში მოახერხა გოლის გატანა, აქამდე ამის გაკეთება მხოლოდ ბატისტუტამ, ვიერიმ და პიატეკმა მოახერხეს.

იბრაჰიმოვიჩს 6 მატჩში საერთო ჯამში 10 გოლი დაუგროვდა და სერია ა-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.