Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი შვედეთში დაბრუნდა…

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში დაბრუნდა და ის გუნდთან ერთად გარკვეული პერიოდი არ ივარჯიშებს.

39 წლის ფეხბურთელმა გასულ ტურში წითელი ბარათ მიიღო და ჯენოასთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა რა გახდა მისი შვედეთში დაბრუნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ახლახანს გახმაურებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც ის ერთ-ერთი ბეთინგ-კომპანიის აქციებს ფლობს, რაც UEFA-ს და FIFA-ს წესებს ეწინააღმდეგება (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ აქ).