Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი:“ ძალიან მოტივირებული ვარ“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სადამდე გავაგრძელებ კარიერას ? სანამ იმ რაღაცეების გაკეთებას შევძლებ, რასაც ახლა ვაკეთებ, ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ. მე უბრალოდ ჩემს ფიზიკურ ფორმას მეტი ყურადღება უნდა დავუთმო, სხვა პრობლემები კი თავისით მოგვარდება.

„ჩვენ წარმოუდგენელ ფორმაში ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია.“

იბრაჰიმოვიჩი მილანში პირველად 2010 წელს, ბარსელონადან გადავიდა და მაშინაც გუნდის ლიდერი გახდა, თუმცა 2 სეზონში მან კარიერის გაგრძელება პსჟ-ში გადაწყვიტა.

„პირველად, როდესაც მე გუნდში მოვედი, მილანი ტიტულებისთვის იბრძოდა, ახლა კი ჩვენ ვცდილობთ, რომ გუნდი იმ სიმაღლეზე დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია.

„ეს სულ სხვა გამოწვევაა. გამოწვევა, რომელიც მე შემეფერება, რადგან ეს ძალიან ძნელი, თითქმის შეუსრულებელი მისიაა. სწორედ ასეთ სიტუაციაში ვგრძნობ მე თავს ცოცხლად.

„თუ მე იმის გაკეთებას მოვახერხებ, რაც გეგმაში მაქვს, შესანიშნავი გრძნობა იქნება. ტოპ გუნდში მისვლა და ტიტულების მოგება მარტივია, მე ეს გამოწვევა მირჩევნია და ძალიან მოტივირებული ვარ.“

იბრაჰიმოვიჩის თამაშის სტილი ძალიან შეიცვალა. ადრე ის ხშირად ნახევარდაცვაში ჩადიოდა და თანაგუნდელებს შეტევის წამოწყებაში ეხმარებოდა.

„ახლა მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. გოლები პრობლემა არასოდეს ყოფილა, თუმცა მე ის ფეხბურთელი აღარ ვარ, რომელიც 5-10 წლის წინ ვიყავი. მე ჩემი ფეხბურთი ჩემს ფიზიკას უნდა შევუთავსო.

„დასამალი არ არის, რომ იმდენს ვეღარ დავრბივარ, რამდენსაც ადრე, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანურად ვმოძრაობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ სერია ა შემტევებისთვის ყველაზე რთული ჩემპიონატია, რადგან აქ ყველა ძალიან ტაქტიკურია და გუნდების ფილოსოფია კარის მშრალად შენახვა უფროა, ვიდრე გოლების გატანა.

„ჩემი მილანში ყოფნის შემდეგ ლიგაში გენერაცია შეიცვალა. მე მალდინის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, ახლა კი მისი შვილი ჩემი თანაგუნდელია. იმედი მაქვს, რომ დანიელის შვილთან ერთადაც ვითამაშებ, ეს სასწაული იქნება.“