Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა…

დღეს მილანის ფორვარდს და 21 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს 40 წელი შეუსრულდა.

იბრას სერია ა-ში საერთო ჯამში 257 მატჩი დაუგროვდა, 148 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მილანი – 133 მატჩი | 85 გოლი | 32 საგოლე გადაცემა

ინტერი – 117 მატჩი | 66 გოლი | 31 საგოლე გადაცემა

იუვენტუსი – 92 მატჩი | 26 გოლი | 17 საგოლე გადაცემა

პროცესში იბრა სერია ა-ს გამარჯვებული 4-ჯერ გახდა, 3-ჯერ იტალიის თასი მოიგო, 2-ჯერ სერია ა-ს ბომბარდირი გახდა და 3-ჯერ იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კარიერაში ზლატანს 954 ოფიციალურ მატჩში 565 გოლი დაუგროვდა.

ზლატანის დაბადების დღეს დღეს Milanello-ზე ასე აღნიშნავდნენ: