Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩმა ვირუსზე დადებითი პასუხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

ამ თემაზე კომენტარი ტვიტერის მეშვეობით თავად შვედმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„გუშინ ჩემი ტესტი ვირუსზე უარყოფითი იყო, დღეს კი დადებითი… ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ მაწუხებს. კორონა ვირუსმა გაბედა და ჩემი გამოწვევა გადაწყვიტა, რაც მისთვის ცუდად დასრულდება.“