Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩმა ლუკაკუსთან კონფლიქტის, დონარუმას და სხვა თემების შესახებ ისაუბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დაპირისპირება რომელუ ლუკაკუსთან ? ის ჯერ რომანიოლის ეუხეშა, შემდეგ კი სალემაკერსს, მე ჩავერიე, რომ ჩემი თანაგუნდელები დამეცვა, რის შემდეგაც ლუკაკუმ პირადი შეურაწყოფა მომაყენა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მანჩესტერში თანაგუნდელები ვიყავით.

„ლუკაკუს დიდი ეგო აქვს, ის დარწმუნებულია, რომ ჩემპიონი და ძალიან ძლიერია, მაგრამ მე მალმოს გეტოში გავიზარდე და როდესაც ვინმე ჩემს მიმართ აგრესიას იჩენს, მე ის თავის ადგილას უნდა დავაყენო, ამიტომ მე მას მტკივნეულ ადგილას შევუტიე, მისი დედის რიტუალებს, რის გამომაც რომელუმ კონტროლი დაკარგა.

„ჩვენ ის დერბი წავაგეთ, მე გამაძევეს, შემდეგ კი ტრავმა მივიღე, ამ ინციდენტს ბევრი ცუდი რამ მოჰყვა და იმედი მაქვს, რომ მე მას ძალიან მალე შევხვდები, რადგან ბოლოს გამარჯვება რომელუს დარჩა. მინდა თუ არა მასთან მოედანს მიღმა დაპირისპირება ? არა, ასეთი რაღაცეები მოედანზე უნდა გადაწყდეს.

„როგორ შევცვალე მილანის სავარჯიშო სესიები ? თავიდან ვარჯიშებზე არავინ დარბოდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ვარჯიშებზე შენ ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თუ ამას მე გავაკეთებ, ჩემი თანაგუნდელი ჩემთვის იმავეს იზავს. ეს მიდგომა ყველამ გაიზიარა, ლეაოს გარდა. ის თავიდან მე ყურადღებას არ მაქცევდა, თუმცა საბოლოოდ რაფამ დაუღალავი მუშაობა დაიწყო და ეს მის თამაშზეც აისახება.“

იბრამ მილანის ყოფილი თავკაცის მაქს ალეგრის შესახებაც ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ არსენალთან 3-0 წავაგეთ (2011-12 წლების სეზონი), ის კი ბედნიერი იყო იმიტომ, რომ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავედით. მე მისი ემოციები არ მომეწონა, რაზეც მივუთითე კიდეც, მან კი მითხრა, რომ ჩემი თავისთვის მიმეხედა.

„ალეგრი გასახდელის მართვაში ძლიერია, მაგრამ ის უფრო გამბედავი უნდა იყოს: ის რეალში ან სხვა უცხოურ გრანდში უნდა წასულიყო, ამის მაგივრად კი მაქსმა კომფორტული გადაწყვეტილება მიიღო.

„ბერლუსკონი ? ერთ კვირას მე სან სიროზე მატჩს ვესწრებოდი და მან ადგილი თავის გვერდით დამითმო. ცოტა ხანში მითხრა, რომ ადგილი გამენთავისუფლებინა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მოდიოდა. მე ვიფიქრე, რომ ეს ვიღაც პოლიტიკოსი იყო, თუმცა ცოტა ხანში ძალიან ლამაზი ქალი გამოჩნდა, მაღალ ქუსლებზე. ბერლუსკონიმ თვალი ჩამიკრა და მითხრა:“ ძალიან მნიშნელოვანი ადამიანი…“

„დონარუმა ? ის დიდებული კიპერია, რომლისთვისაც ის რომ მიეცათ, რასაც ითხოვდა, მილანში დარჩებოდა. ახლა ჯიჯომ პსჟ-ს სასტარტოსთვის უნდა იბრძოლოს.

„კალჩოპოლი ? იუვენტუსში სკუდეტო ჩვენ ოფლის, დაუღალავი შრომის, ტრავმების და სირთულეების ფონზე მოვიპოვეთ და ამ ტიტულებს ვერასდროს ვერავინ წაგვართმევს.

„ჩემი მომავალი ? როდესაც 40 წლის ხარ, ამ საკითხზე გარკვეულწილად ნერვიულობას იწყებ. ვიქნები თუ არა მწვრთნელი ? არ ვიცი, ამ სამსახურს ძალიან დიდი სტრესი ახლავს თან. მე მინდა ისეთი რამ ვაკეთო, რაც ადრენალინს მომცემს, მაგრამ სანამ ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას მომცემს, მე მინდა სკუდეტოსთვის ვიბრძოლო და მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე.