Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩმა ლუკაკუს უპასუხა

მილანმა გუშინ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი დერბი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით მოიგო.

გუშინდელი მატჩის ანალოგიურად, გასული სეზონის დერბიშიც მილანი 2 – 0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ დიავოლომ 4 უპასუხო გოლი მიიღო, რის შემდეგაც რომელუ ლუკაკუმ ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა:“ ქალაქში ახალი მეფეა“, რაც აშკარად იბრაჰიმოვიჩის მისამართით იყო.

დღეს კი ზლატანმა ლუკაკუს თავისებური პასუხი გასცა:“ მილანს მეფე არასოდეს ჰყოლია, მათ ღმერთი ჰყავთ“.