Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩმა ‘ოქროს ტაპირი’ მიიღო

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანურ დერბიში წარუმატებელი თამაშის გამო ოქროს ტაპირი მიიღო.

Golden Tapir-ი სპეციალური ჯილდოა, რომელსაც იმ პოლიტიკოსს თუ ვარსკვლავს აძლევენ, რომელსაც ძალიან ცუდი კვირა ჰქონდა.

‘დაჯილდოების ცერემონიალზე’ იბრამ კომენტარიც გააკეთა:

„ეს ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და დავბრუნდებით. მომდევნო მატჩში მე ამ ჯილდოსთან ერთად გავალ, იმედი მაქვს, რომ ის იღბალს მომიტანს.“

იბრა მომავალი კვირიდან სანრემოს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

„ახლა მე მხოლოდ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.“