Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩს სერიოზული სანქციები ემუქრება…

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა UEFA-ს და FIFA-ს ტურნირებიდან მოკვეთონ და ამასთან ერთად, მას ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

შვედური გამოცემა Aftonbladet-ის ინფორამციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერთ-ერთი კომპანია AB ბეთინგ-სააგენტო – Bethhard.com-ის 10 პროცენტის მფლობელია, UEFA-ს და FIFA-ს წესების მიხედვით კი ფეხბურთთან დაკავშირებულ პიროვნებას ბეთინგ კომპანიებთან ნებისმიერი სახის კავშირი ეკრძალებათ.

39 წლის ფეხბურთელს შესაძლოა 100-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს, ან ის ფეხბურთს 3 წლით ჩამოაშორონ.

ამ თემაზე კომენტარი შვედეტის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა.

„ამ საკითხთან ზლატანთან ჯერ არ გვისაუბრია. ჯერ გვსურს, რომ უფრო მეტი დეტალი გავიგოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სანქციებამდე საქმე არ მივა.“