Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა და კიაერი ვერც სასუოლოსთან ითამაშებენ ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და სიმონ კიაერის თამაში სასუოლოს წინააღმდეგ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მილანი ზლატანის დაბრუნებას ჯერ კიდევ ჯენოასთან მატჩში ელოდებოდა, თუმცა სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით შვედ ფეხბურთელს თამაშის საშუალება არ მიეცა. ამის მიუხედავად, იმის შანსი, რომ იბრამ სასუოლოსთან მატჩი გამოტოვოს მაინც არსებობს.

გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. ექიმები ზლატანს ვარჯიშის დროს დააკვირდებიან და თუ იმის მცირედი შანსი მაინც იქნება, რომ მას ტრავმა გაურთულდეს, ზლატანი გუნდს ვერც სასუოლოსთან დაეხმარება.

ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა სიმონ კიაერთან დაკავშირებით. მომდევნო სავარჯიშო სესია დანიელი ფეხბურთელისთვის გადაწმყვეტი იქნება.