Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ ვინ მოიგებს სკუდეტოს ? სადაც ზლატანი თამაშობს…“

ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 2 დღის წინ 40 წლის გახდა, ასაკის მიუხედავად ამბიციები არ აკლდება.

კითხვას, თუ ვინ მოიგებს სკუდეტოს მიმდინარე სეზონში, იბრამ ასეთი პასუხი გასცა:

„40 წლის ასაკში თავს ძალიან ახალგაზრდულად ვგრძნობ. კიდევ ერთი წელი გავიდა, თუმცა მე ისევე მოუთმენლად ველოდები მოედანზე დაბრუნებას, როგორც კარიერის სტარტზე.

„მე მცირე პრობლემა მაქვს, რომელიც მალე მოგვარდება და ჩვეულ ფორმას დავიბრუნებ.

„ვინ მოიგებს სკუდეტოს ? რომელ გუნდში თამაშობს იბრა ? მილანში, ანუ სკუდეტოსაც მილანი მოიგებს.“