Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა:“ თუ მილანი კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებს, აღარ ვითამაშებ“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს.

„როდესაც მილანში მოვედი, გუნდს ჩემთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა მე ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყავი და ამიტომ მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

„სეზონის ბოლოს შევხედავ, თუ რა ფორმაში ვიქნები. არ მინდა, რომ მილანს ტვირთად დავაწვე, თუმცა თუ ასეთ თამაშს გავაგრძელებ, მალდინის ვეტყვი, რომ თუ ის კონტრაქტს კიდევ ერთი წლით არ გამიხანგრძლივებს, აღარ ვითამაშებ.

„სად აქვს გუნდს განვითარების საშუალება ? ყველაზე მთავარი ის არის, რომ კმაყოფილები არასოდეს ვიყოთ და ყოველთვის განვითარებაზე ვიფიქროთ. გუნდს შესანიშნავი მენტალობა აქვს და სწორი მიდგომის და დაუღალავი შრომის შემთხვევაში, ჩვენ დიდი წარმატებების მიღწევა შეგვიძლია.“