Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა იუვესთან მატჩსაც გამოტოვებს ?

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ბენევენტოს წინააღმდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუმცა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი იუვენტუსთან შეხვედრასაც გამოტოვებს.

39 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 22 ნოემბერს მიიღო და რამდენიმე ტურის წინ დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა ვარჯიშის დროს კიდევ ერთი კუნთი დაიზიანა და მილანი მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს, ამიტომ სავარაუდოდ სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს მილანი ლიდერის გარეშე ჩაატარებს.

იბრამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.