Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა-ლუკაკუს ინციდენტზე საბოლოო ვერდიქტი ცნობილია

რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იანვარში მილანურ დერბიში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად არ დაისჯებიან.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზლატანს რასისტული ფრაზების გამოყენების ბრალდება მოეხსნა და ორივე ფეხბურთელს უბრალოდ არასპორტულ საქციელში დასდეს ბრალი.

არც ერთ მათგანს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება და სასჯელი მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლება.