Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა მანჩესტერთან მზად იქნება

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აღდგენითი პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და Tuttosport-ის მტკიცებით, ფეხბურთელი მანჩესტერის წინააღმდეგ მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას მოახერხებს.

შვედი ფეხბურთელი, რომელიც მილანის წარმატებულ სვლასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ, მიმდინარე სეზონში ტრავმებითაა გაწამებული და კუნთის ბოლო დაზიანება მან რომასთან მატჩის დროს მიიღო.

იბრამ ტრავმების გამო სერია ა-ში 13 მატჩი გამოტოვა და გუნდს ვერც ევროპა ლიგის პირველ წრეში, მანჩესტერის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაეხმარა.

იბრამ მანჩესტერის რიგებში ჩატარებულ 53 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც LA Galaxy-ს რიგებში გადავიდა, 2020 წლის იანვარში კი მილანში დაბრუნდა და 14 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.