Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა:“ მაქსიმუმ ორი კვირაში დავბრუნდები!“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ტრავმა ნაპოლისთან მატჩისას მიიღო განაცხადა, რომ ის დაბრუნებას მაქსიმუმ 2 კვირაში გეგმავს.

„ყოველთვის, როდესაც ბუცებს ვიცვამ ვხვდები, რომ ეს სწორედ ის არის, რისი კეთებაც მინდა. ეს არის ჩემი ვნება, ფეხბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ფეხბურთის გარეშე მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ, ფეხბურთის გარეშე თავს დაკარგულად ვგრძნობ.

„ტრავმა ? სერიოზული არაფერია, მე უკვე ვმუშაობ და მაქსიმუმ ორ კვირაში მოედანზე დავბრუნდები და მილანთან ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლებ.

„მახსოვს, მილანმა მას შემდეგ დამირეკა, რაც მათ ატალანტასთან საშინლად წააგეს და ჩემი ადრენალინი ცამდე ავარდა.

„აქ კონტრაქტი და ფული არაფერშუაშია, ეს ყველაფერი ადრენალინის გამო ხდება. მე ყოველდღე 7-8 საათზე ვიღვიძებ და სხეულის ტკივილის მიუხედავად დაუღალავად ვარჯიშობ იმისთვის, რომ ფორმა შევინარჩუნო.

„მე რაიოლას ვკითხე, ვის ვუნდივარ ყველაზე მეტად, მან მიპასუხა:“ მილანს, მხოლოდ შენ შეგიძლია გუნდი მწვერვალზე დააბრუნო, სადაც ის უკვე დიდი ხანია აღარ არის.“

„ხალხს არ ესმის, რომ როდესაც ისინი 39 წლის მოხუცს მეძახიან, ეს მე მოტივაციას მმატებს და მსურს დავამტკიცო, რომ მე კვლავ შემიძლია თამაში.

„გუნდში პირველი 6 თვე ძალიან მძიმე იყო, რადგან არ ვიცოდი, დარჩებოდა თუ არა მწვრთნელი და არც ის ვიცოდი, ვიქნებოდი თუ არა მე სეზონის ბოლოს გუნდში.

„კლუბს ფილოსოფიის შეცვლა ჯერ კიდევ იქამდე სურდა, ვიდრე ჩვენ შანსს მოგვცემდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მილანში ყოფნის ღირსები ვართ, ახლა როსონერი ერთიანი და ძლიერი გუნდია.“