Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა მილანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება ?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის და საბედნიეროდ ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის აღდგენითი პროცედურები გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა 39 წლის ფორვარდი სავარაუდოდ მომდევნო სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, თუმცა ის სავარაუდოდ მილანის რიგებში დარჩება.

Corriere della Sera-ს ინფორამციით, ზლატანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სურს თამაში, რის შემდეგაც ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და მილანში ან სტეფანი პიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება, ან დირექტორთა საბჭოში დაიკავებს ადგილს…