Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ მილანში დაბრუნებამდე, ჩემი ნაპოლიში გადასვლა გადაწყვეტილი იყო…“

ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, მილანში დაბრუნებამდე ის ნაპოლიში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა გუნდიდან კარლო ანჩელოტის წასვლამ ყველაფერი შეცვალა.

„მე ამერიკაში თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვღებულობდი და ფეხბურთიდან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მინო რაიოლამ გადამაფიქრებინა და მითხრა, რომ იტალიაში დაბრუნება საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

„ჩვენ ნაპოლისთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შემდეგ დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტი გაუშვა და ყველაფერი ჩაიშალა. მე მინო რაიოლას ვკითხე, რომელი გუნდი იყო ღირსი იმისა, რომ მე დავხმარებოდი, მან კი მიპასუხა, რომ მილანმა გუშინ ბერგამოში 5-0 წააგო, იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი გუნდსა და ქალაქში, რომელიც მე მომწონს.“