Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა:“ მილანში თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის შემადგენლობაში შესანიშნავი ფორმის ჩვენებას განაგრძობს. 39 წლის ფეხბურთელმა უდინეზესთან მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, როსონერიმ საბოლოო ჯამში 2 – 1 მოიგო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ზლატანმა გააკეთა:

„გოლი კარგი გამოვიდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. ძალიან რთული მატჩი იყო და ჩვენმა შრომამ და გუნდურობამ შედეგი გამოიღო. რთულ მომენტებში სწორედ გუნდური მოქმედებაა გადამწყვეტი.

„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს და იმის მიუხედავად, რომ მე საშუალო მაჩვენებელს ცოტათი ვზრი, თუმცა მათ გვერდზე თამაში თავს უფრო ახალგაზრდულად მაგრძნობინებს. ისინი  ისეთი მოშიებული და გამარჯვებას მონდომებულები არიან, რომ მატჩის და სამწვრთნელო სესიის შემდეგ კმაყოფილები არასოდეს არ არიან.

„მთელს წნეხს და პასუხისმგებლობას მე ჩემს თავზე ავიღებ, რომ მათ უფრო თავისუფლად თამაში მოახერხონ. ამ ყველაფერს მე მივხედავ, მათ უბრალოდ უნდა იშრომონ, იმუშაონ და განვითარდნენ. რთული პერიოდი სეზონში ყველა გუნდს დაუდგება, თუმცა ასეთ დროს გუნდურობა და ერთმანეთის რწმენა უნდა შევინარჩუნოთ.

„სკუდეტო ? ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა როგორც რამდენიმე კვირის წინ გითხარით, ჩვენ თითოეულ თამაშზე განცალკევებულად ვფიქრობთ და იმედი  გვაქვს, რომ სეზონის ბოლოს კარგ შედეგს მივაღწევთ. არის კოლექტიური და ინდივიდუალური სამიზნეები, რისი მიღწევაც გვსურს.

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდებიან და სან სიროზე ექნებათ შანსი, რომ ძლიერი მილანი კიდევ ერთხელ ნახონ, რადგან ჩვენ მათთვის და ამ მაისურისთვის ვთამაშობთ.“