Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა მილანში კიდევ ერთი სეზონი დარჩება

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ლეგენდარული ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და როსონერის რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

იბრასმ მილანთან კონტრაქტი 1 წლით გასული სეზონის ბოლოს გაახანგრძლივა, თუმცა მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე მას კარიერის დასრულება ჯერ არ სურს და Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, მილანი მზად არის იბრას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

წყაროს ცნობით, ზლატანი კონტრაქტს მილანთან ახალი წლის შემდეგ მოაწერს და მისი წლიური გასამრჯელო კვლავ 4.5 მილიონი ევრო იქნება, რაც სხვადასხვა ბონუსებით 7.5 მილიონამდე გაიზრდება.