Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა:“ მწვრთნელობა ? რატომაც არა“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საუკეთესო XI დაასახელა და არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს მწვრთნელი გახდეს.

„ჩემს თერთმეტეულში კარს ბუფონი დაიცავს. მე მასთან ერთად იუვენტუსში მითამაშია, ის გამორჩეული გუნდი იყო და კარგი მოგონებები მაკავშირებს. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ყველა ისე მიფრთხილდებოდა, როგორც ახლა მე ვუფრთხილდები მილანის ფეხბურთელებს. მათ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს.

„მარცხნივ ჩემი კარგი მეგობარი მაქსველი. ცენტრში ნესტა და კანავარო. ფაბიო გიჟი იყო. მას ნეაპოლში თავისი სკუტერით დავყავდი…

„მარჯვნივ მაიკონს დავაყენებდი. როდესაც ის ინტერში მოვიდა, არავის ეგონა, თუ ის ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი იქნებოდა.

„შემდეგ პაველ ნედვედი, ნომერი პირველი. ჩემს კარიერაში არავინ დამხმარებია ისე, როგორც პაველი. როდესაც მე ის დავინახე მივხვდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, საკმარისი არ იყო. ის ყოველთვის ვარჯიშობდა, ის მანქანასავით იყო.

„ნახევარდაცვაში პატრიკ ვიერის და ხავის ავირჩევ, ორი ჩემპიონი.

„ის ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდი იყო. პირველმა ექვსმა თვემ შესანიშნავად ჩაიარა, შემდეგ კი მწვრთნელის გამო თავს კარგად არ ვგრძნობდი.

„შეტევა კი ძალიან მარტივია: შემტევი ნახევარმცველი ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო და დიეგო მარადონა. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ჩემზე უკეთესიც კი. მე ამ გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მწვრთნელი მართლაც გავხდე.“