Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა ნაკრებში ბრუნდება ?

იბმილანის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იანე ანდრესონი ერთმანეთს შეხვდნენ და ზლატანის ნაკრებში შესაძლო დაბრუნება განიხილეს. ანდერსონი გუშინ მილანში 39 წლის ზლატანს თავად ეწვია.

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზა 2016 წელს დაასრულა, თუმცა როგორც ჩანს, ის დაბრუნებასთან ახლოს არის.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად ანდრესონმა გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც ზლატანმა ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად უნდა შევხვედროდით.

„ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შეხვედრა საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა და დიალოგს უახლოეს პერიოდში განვაგრძობთ.“