Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრა პარმასთან დაბრუნდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დღეს კიდევ ერთი სამედიცინო სემოწმება ჩაიტარა, რომლის პასუხებიც საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, რომ მან პარმას წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხოს.

შვედმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა ნაპოლისთან მატჩის დროს მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია.

იბრას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 10 გოლია და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.