Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ პიოლის კონტრაქტის გამო ბედნიერი ვარ და მეც იგივე მსურს“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ჯენოას კარში გოლის გატანა მოახერხა და ეს მისთვის სეზონში მე-6 აღმოჩნდა, კომენტარი გააკეთა.

„კარგი შეხვედრა გამოვიდა, მე ძალიან გავერთე. მე უკვე მატჩის წინ ვიცოდი, თუ რამდენ წუთს გავატარებდი მოედანზე და ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარე. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად თამაშო მსიამოვნებს, ისინი თავს ახალგაზრდულად მაგრძნობინებენ.

„წინა 2 მარცხი ? ჩვენ იმ შეხვედრების დროს დავუშვით შეცდომები, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა. ჩვენი მეტოქეები ჩვენზე უკეთესები არ იყვნენ, ქულები ჩვენივე შეცდომების გამო დავკარგეთ. დღეს გავიმარჯვეთ და ნაპოლისთან ჩამორჩენა შევამცირეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მეგონა თუ არა, რომ მილანს ამ დონეზე დავაბრუნებდი ? დიახ, ეს ჩემი მიზანი და გამოწვევა იყო, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„პიოლის კონტრაქტის გახანგრძლივება მილანთან ? ამის გამო ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ჯერია (იცინის). სტეფანო შესანიშნავად მუშაობს და მან ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.“