Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა უახლოეს პერიოდში მოედანზე ვარჯიშს დაიწყებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თერაპიული მკურნალობა ოპერაციის შემდეგ პოზიტიურად მიმდინარეობს.

MilanNews-ის ცნობით, ზლატანი უახლოეს პერიოდში დამატებით ტესტებს გაივლის, პოზიტიური პასუხის შემთხვევაში კი მას მოედანზე ვარჯიშის განახლების უფლება მიეცემა.

წყაროს ცნობით, სამედიცინო შტაბი ზლატანის პროგრესით კმაყოფილია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ლეგენდარული შვედი ფორვარდი მოედანს იანვარში დაუბრუნდება.