Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს…

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მილანის  მაისურით მოედანზე მხოლოდ 30 წუთი გაატარა და ის ვერც ატლეტიკოსთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას, შვედეთის ნაკრებში ითამაშებს.

ეს ინფორმაცია შვედეთის ნაკრების თავკაცმა იან ანდერსონმა უკვე დაადასტურა.

„ჩვენ ნაკრებში იბრას გამოძახება გადავწყვიტეთ, რადგან მისი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის მომდევნო კვირას ჩვენთან ერთად იქნება.“