Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იგორ ტუდორმა კორონა ვირუსი დაამარცხა

ვერონას მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა კორონა ვირუსი დაამარცხა და ის სერია ა-ს მომდევნო ტურში ემპოლის წინააღმდეგ გუნდის განკარგვას მოახერხებს.

ხორვატ სპეციალისტს კორონა ვირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა, თუმცა სანაკრებო პაუზის გამო შეჩერებული ჩემპიონატის ფონზე მას არც ერთი მატჩის გამოტოვება არ მოუწია.