Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იგუაინი:“რთული პერიოდი მქონდა,თუმცა მე დავბრუნდი!“

გონსალო იგუაინის თქმით,მას ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა,თუმცა უკვე ყველაფერი რიგზეა და მზად არის გუნდს დაეხმაროს.

იგუაინმა პანდემიის პიკი არგენტინაში,ცუდად მყოფ დედასთან გაატარა და გუნდს ყველაზე გვიან დაუბრუნდა.32 წლის ფეხბურთელი გუშინდელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მე-3 გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

„ცხოვრებაში რთული პერიოდი გავიარე,თუმცა მივხვდი,რომ გუნდს რთულ პერიოდში გვერდზე უნდა დავდგომოდი და ყველაფერს გავაკეთებ,რომ იუვენტუსმა სეზონი საუკეთესო შედეგებით დაასრულოს.

„შანსი მომეცა და გამოვიყენე,რაც ძალიან მახარებს,ახლა უნდა დავისვენოთ,რადგან რამდენიმე დღეში კვლავ თამაში გვაქვს.

„პანდემიის და დედაჩემის ჯანმრთელობის გამო მძიმე პერიოდი გადავიტანე,თუმცა თანაგუნდელები ყოველთვის გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ.

„ჩვენ გამარჯვება გვჭირდებოდა,რომ ლაციოსთან სხვაობა გაგვეზარდა და ასეც მოვიქეცით,თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს,წინ რთული თვეები გველოდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *