Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინის შემდეგ, იუვენტუსი ხედირას მიადგა

გონსალო იგუაინთან და ბლეიზ მატუიდთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, იუვენტუსის ხელმძღვანელობა კიდევ ერთი ვეტერანის, სამი ხედირას გაშვებას გეგმავს.

ხედირას იუვენტუსთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და გერმანელი სეზონში 6 მილიონ ევროს იღებს, რისი გადახდაც ტურინელებს არ სურთ.

იუვეს წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტს უკვე აცნობეს, რომ ის პირლოს გეგმებში არ შედის და გუნდს მისი გაშვება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა იგუაინის და მატუიდისგან განსხვავებით, ხედირა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მიღებას გეგმავს, წინააღმდეგ შემთხვევაში წასვლას არ აპირებს. მხარეებს შორის შეხვედრა მომავალ კვირას არის ჩანიშნული და იუვეს იმედი აქვს, რომ შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.

ხედირამ ტურინში 5 სეზონი გაატარა, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში მას მუდმივი ტრავმები აწუხებს და უკვე დიდი ხანია, ძირითად ფეხბურთელად აღარ მოიაზრება.

Leave a Reply

Your email address will not be published.